Jordan Belfort
რეალური უოლ სტრიტის მგელი

ჯორდან ბელფორტი


პირველად თბილისში
L I V E
in person

STRAIGHT LINE
ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი
წარმოგიდგენთ

28 ნოემბერი 2015
09:00

თბილისის საკონცერტო დარბაზი

0
დღე
0
საათი
0
წუთი

ბილეთების შეძენა

იცით თუ არა, რომ...

ჯორდანი 20-25  წლის ასაკში, გამოიმუშავებდა 50 მილიონ დოლარზე მეტს წლის განმავლობაში
დასაქმებული ჰყავდა გაყიდვების საკუთარ ტექნიკაში დატრენინგებული 1000-ზე მეტი ბროკერი
მისი ვენჩურული კაპიტალის მოცულობამ $1.5 მილიარდს გადააჭარბა
მათგან 30–ზე მეტ კომპანიაში ფლობდა  საკონტროლო პაკეტს  
50–ზე მეტ საჯარო კომპანიას უწევდა კონსულტაციას 

ჯორდან ბელფორტის შესახებ

წარმატების ისტორია

ჯორდან ბელფორტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი სპიკერია მსოფლიოში. წლის განმავლობაში, ის 5-6 ქვეყანას სტუმრობს და მსმენელს გამოცდილებასა და გაყიდვების საუკეთესო მეთოდებს უზიარებს. ბელფორტის მასტერკლასებს ძირითადად ესწრებიან გაყიდვებისა და მარკეტინგის, ბრენდინგის, ბიზნესის განვითარებისა და მართვის სპეციალისტები და ლიდერები. 

უოლ სთრითის მგელი ბრონქსში დაიბადა. 90-იანი წლების დასაწყისში, დაარსა კომპანია ”Stratton Oakmont”, რომელმაც წარმოუდგენელ ფინანსურ მწვერვალებს მიაღიწია, წლის განმავლობაში კომპანია 50 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებდა. სწორედ ეს გახდა ჯორდან ბელფორტის ცნობილი სახელის, „უოლ სთრითის მგელის“ წარმოშობის მიზეზი. 

მან დააპროექტა 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საჯარო კომპანიები, სადაც 30–ზე მეტ შემთხვევაში, საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. კონსულტაციას უწევდა 50–ზე მეტ საჯარო კომპანიას. გარდა ამისა, მასზე დაიწერა ფაქტობრივად, ყველა წამყვან ჟურნალსა თუ გაზეთში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დაშვებული შეცდომებისგან მიღებული ფასდაუდებელი გაკვეთილების სანაცვლოდ, დრამატული დაცემა–აღდგენის შემდეგ, დღეს, ბელფორტი უჩვეულო ბიზნესის წარმატების უკან მდგომ, მსოფლიოში აღიარებულ, უდიდესი პოტენციალის მქონე პერსონას წარმოადგენს. 

დღეს, მისი საგანმანათლებლო-სამოტივაციო პროგრამა, სახელწოდებით Straight Line Persuasion - ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადია მსოფლიოში. მსნემელი, ბელფორტის გამოცდილების გარდა, იძენს ცოდნას პირდაპირი გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის საუკეთესო მეთოდების შესახებ. მას შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი  კომპანიისა თუ ინდივიდის ცხოვრება, წარსულისა და  განათლების მიუხედავად. მისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყველა ადამიანის მოტივირებაა შესაძლებელი, ისეთი მიზნების მისაღწევად, რომლებზეც მანამდე ვერც კი ოცნებობდნენ, ღირებულებების დათმობის და ეთიკის დარღვევის გარეშე.

2013 წელს, მისი როლი ლეონარდო დიკაპრიომ ითამაშა მარტინ სკორსეზეს ფილმში ”უოლ სთრითის მგელი”, რომელიც ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით იქნა გადაღებული. ჯორდანის ორი ბესთსელერი წიგნი, „უოლ სტრიტის მგელი“ და „უოლ სთრითის მგელის დაჭერა“, 40–მდე ქვეყანაში გამოქვეყნდა და ნათარგმნია 18 ენაზე.

უოლ სთრითის ნამდვილი მგელი, საკუთარი იუმორით სავსე, პირდაპირი საუბრის მანერით მარტივად ასწავლის მსმენელს, თუ როგორ გამოიყენოს საუკეთესო ბიზნეს სისტემა თავის სასარგებლოდ. 

Jordan Belfort
The Wolf of Wall Street

ჯორდან ბელფორტის სახელს უკავშირდება ბესთსელერი წიგნი

და ფილმი, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა,

თუმცა, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი

დეტალები პირადად მისგან უნდა მოისმინოთ!

ჯორდან ბელფორტი ამოუწურავია მსოფლიოსთვის –

ახლა შენს ხელთაა შესაძლებლობა, მოიგო ბილეთი და შეხვდე მას! 

თუ მზად ხარ “SELL HIM THE PEN”-ისთვის, დააჭირე აქ

ვიდეოები ჯორდან ბელფორტის შესახებ

Jordan Belfort

პროგრამა

ჯორდანი შეეცდება დაგანახოთ, თუ როგორ შეიძლება მისი სტრატეგიის გამოყენება დიდი წარმატების მისაღწევად, მისივე შეცდომების გვერდის ავლით.

თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მოისმინოთ მისი ცხოვრების გარდამტეხი მოვლენების შესახებ, 8 წლის ასაკიდან ადრეულ 20 წლამდე, როდესაც მან საბროკერო კომპანია ჩამოაყალიბა. ასევე, პირველი მოულოდნელი წარმატება, მარცხის პიკი და ამ ყველაფრიდან ნასწავლი გაკვეთილები.

რა აკავებს ადამიანს ცხოვრებაში უფრო მეტის მისაღწევად?

  • ბიზნესის, გაყიდვებისა და მართვის ეფექტიანობისთვის, 8 უნარია აუცილებელი;
  • 6 ვიწრო შეხედულება ფულზე;
  • მმართველობის 4 წესი;
  • ჯორდანის ცნობილი „სამი ათიანის“ პრინციპი რეალობის აღსაქმელად და გასაზომად;
  • ფარული ზემოქმედების მეთოდებში დახელოვნება;
  • მოდელირებისა და მენტორობის ძალა;
  • მნიშვნელოვანი განსხვავება მიზნებსა და ხედვას შორის;
  • გაყიდვისას თავდაჯერებულობის ზრდა და ღირებულება/შემოსავლის განსაზღვრა;

ბილეთის ფასები და კატეგორიები

კატეგორიები   ნოემბერი
სტუდენტი - აივანი  დასრულებულია
სტანდარტი - პარტერი D  დასრულებულია
ბიზნესი - პარტერი C  დასრულებულია
ვერცხლი - პარტერი B  დასრულებულია
ოქრო - პარტერი A  დასრულებულია
პლატინა                                 დასრულებულია 




კატეგორიები  სტუდენტი  სტანდარტი  ბიზნესი   ვერცხლი   ოქრო  პლატინა 
ტრეინინგზე დასწრება checked checked checked checked checked checked
Workbook
checked checked checked checked checked checked
ლანჩი  checked checked checked checked checked checked
ყავის შესვენება checked checked checked checked checked checked
სერტიფიკატი checked checked
checked checked checked checked
საუკეთესო ადგილები  checked checked checked checked checked checked
თარგმანი checked checked checked checked checked checked
JB ბესთსელერი წიგნი  ხელმოწერით checked checked checked checked checked checked
კოქტეილ ივენთი ბელფორტთან   checked checked checked checked checked checked

პლატინის სპონსორი


ოქროს სპონსორი

ვერცხლის სპონსორი


პარტნიორები








                      

საინფორმაციო მხარდამჭერები